1 წლის და 1 თვის წინ
შესანიშნავი ნიუსი - "იუვენტუსმა" ეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა
შესანიშნავი ნიუსი - "იუვენტუსმა" ეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა
ავტორი
Aa

"იუვენტუსმა" გუშინ "სალერნიტანას" წინააღმდეგ სერია ა-ში მორიგი მატჩი ჩაატარა. "ბებერმა ქალბატონმა" მეტოქე 3:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო მანუელ ლოკატელიმ, რომელმაც ძალიან კარგი პერფორმანსიც შემოგვთავაზა.

იტალიელი ჟურნალისტის, რომეო აგრესტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ თამაშის შემდეგ იტალიელი ნახევარმცველის ავტომატურად გამოსყიდვის ფუნქცია გააქტიურდა.

ახლა მანუელი საბოლოოდ არის "ბიანკონერის" მოთამაშე და მისი იჯარა დასრულდა.

"იუვენტუსი" ლოკატელის მოიაზრებს როგორც მომავალ კაპიტანს და გუნდის ლიდერს, რაც ნამდვილად ლოგიკურია. ლოკას განსაკუთრებით უყვარს ტურინული კლუბი.


Facebook კომენტარები